ენერგოდარის მერს თავიდან უნდა ავაცილოთ ტერაქტის გამეორება – პესკოვი

პუტინის პრესმდივანი, დიმიტი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთმა აღარ უნდა დაუშვას ენერგოდარის დე-ფაქტო მერზე თავდასხმის გამეორება.

“რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა უნდა მიიღონ პრევენციული ზომები, რათა თავიდან აიცილონ ენერგოდარის მერისთვის ტერაქტის მოწყობის განმეორება”,– განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სავარაუდოდ ადგილობრივმა პარტიზანებმა ააფეთქეს სახლის შესასვლელი, რომელშიც ოკუპანტების მარიონეტი მერი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად ანდრეი შევჩიკი და მისი ორი მცველი დაშავდნენ.

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, ენერგოდარის დე-ფაქტო მერის, ანდრეი შევჩიკის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ყურის ბაროტრავმა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს და მელიტოპოლის საავადმყოფოში მკურნალობს.