ახალქალაქის დეპუტატი, ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს. მისი მტკიცებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3 კილომეტრის მოშორებით გაისმა.
მკოინი აფეთქებას მის მიმართ მოკვლის მუქარას უკავშირებს.
“თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ” – ამბობს ენზელ მკოიანი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.