“კობახიძე ღიად ამბობს, რომ მომდევნო 3 წლის ამოცანა აქვს ისევ რასაც 2013-ში პირველი მოდგმის ღარიბაშვილი იძახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაანადგუროს. აქაც ვხედავთ არაადეკვატურ მოთხოვნას. რა, მილიონ ადამიანს გააქრობ ამ ქვეყანაში? ნაციონალური მოძრაობა არ არის პარტია, არის ეროვნული მოძრაობასავითაა, იდეაა, იდეა თავისუფლების, ევროპული ცივილიზაციის, დასავლური უსაფრთხოების, კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოსი. იდეა დემოკრატიის, იდეა თავისუფლების, იდეა მშვიდობისა და იდეა კეთილდღეობის, განსხვავებით იმ სახელმწიფოსი, რასაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი გვთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოს საკუთარი ახლობლებისა და პარტიის წევრებისთვის, მისთვის დანარჩენი საქართველო მეორეხარისხოვანია”
ამბობს პოლიტიკოსი გიგი უგულავა მთავარი არხის ეთერში.