“ფაქტია, რომ ერთი და იგივე არარეიტინგული და უავტორიტეტო კადრების ტრიალი საპარლამენტო სიაში და ახლა უკვე მუნიციპალური მერების კანდიდატებად კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს პარტია დაიცალა შინაარსისგან.

მათ რეალურად აქვთ კრიზისი. დიდი ხანი ვერ თანხმდებოდნენ კანდიდატებზე, მათ შორის არ მოხდა სრულად ყველა მერობის კანდიდატის წარდგენა, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ შიგნითვე საკმაოდ დიდი დაძაბულობა აქვთ და ვერ იყოფენ ადგილებს”

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა.