“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მეორე რევოლუციას ვეღარ მოახდენენ, ისინი პირიქით, ხელს უშლიან ახალ რევოლუციას, ასეთი რომც იბადებოდეს. სწორედ ეს არის ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შეთანხმების არსი. მიხეილ სააკაშვილი გამოყენებულია საფრთხობელად. რევოლუციური მუხტი როგორც კი აიწევს, მიხეილ სააკაშვილი, ენმ-ს სახელით მიტინგზე აუცილებლად გამოდის ხალხი, რომელთა გვერდით დგომა ქართველ ხალხს არ უნდა. ეს ხალხი არის სპეციალისტი საპროტესო მუხტის ჩახშობის”
ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია “იმედის” ეთერში.