სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებისთვის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების პარლამენტში ყოფნა საჭირო არ არის.
ვაშაძის აზრით, საქართველოს გადარჩენა დამოკიდებულია შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციაზე და არა ნაციონალურ მოძრაობაზე.
„მე არაფერში არ მჭირდება [ენმ-ს პარლამენტში შესვლა], შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი კვოტა არის. გამოცდილება და ცოდნა მეტი გვაქვს ჩვენ. თუ საქმის კეთება უნდათ, ცუდია-მეთქი ხომ არ ვამბობ. მათ გარეშეც გადავრჩებით.
საქართველოს გადარჩენა აღარ არის დამოკიდებული კიდევ 30 კაცი შევა პარლამენტში თუ არ შევა. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენა, ეს არის ჩვენზე, იმ პოლიტიკოსებზე, ვინც პასუხისმგებლობა ავიღეთ შეთანხმების რეალიზებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.