ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა ჩანიშნოს პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი.არტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, არჩევნების გადადება ენმ-ს ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს პარტიის განახლების პროცესი, დაგეგმილია ახალი თავმჯდომარის არჩევა, შესაბამისად, ამ მიზნით შექმნილი იყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა გუშინ დაასრულა სხდომა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება. შერჩეულია ელექტრონული პლატფორმები, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.
პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები, ამისათვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს სხდომა, განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს, ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება”, – თქვა ბეჟაშვილმა.