„ცალსახად ვამბობ და არასდროს დამიმალავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, მათთან სიაში ყოფნა არანაირად არ მხიბლავს, სულ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა შემომთავაზონ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“. შინაარსი რა აქვს, რა ხალხთან ერთად, რა ხედვის ირგვლივ და როგორ აპირებენ, რომ იბრძოლონ უკეთესი ქვეყნისთვის და „ქართული ოცნების“ გასაშვებად? ეს არის გასარკვევი, ისე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, ვისთან ვფიქრობ ყოფნას. პირადად ანტიპათია არავის მიმართ მაქვს, არც დიდი სიმპათია მაქვს ვინმეს მიმართ. აქ საუბარი არის შინაარსზე, ჯერ შინაარსი გავიგოთ.[…] „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არის შესაძლებლობა, რომ ხმები აიღო, მათ შორის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წამოიყვანო, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, „ლელო“, ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და სხვები ყველა რომ შეკრიბო, გამოუვათ ის ჯამი, რაც თითოეულ პარტიას აქვს. არ ვფიქრობ, რომ ეს ავტომატური ჯამი იქნება. ამისთვის არსებობს სოციოლოგები, გამოკითხვები. ამას სჭირდება შრომა, მუშაობა და არა სტატუსები და ტელევიზორში საუბარი“
აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.