“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ლიპარტელიანი TV პირველთან საუბრობს. ენმ-ის წევრმა ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა. ოპოზიციის ცნობით, აღნიშნული მოწყობილება არის ინტერნეტის დამხშობი და მოსასმენი აპარატურა, რომლის გატანაც შენობიდან ვერ მოასწრეს.
“როგორც მითხრეს, ეს არის ინტერნეტის დამხშობი აპარატურა, რომელიც მესამე სართულიდან ჩამოიტანა ვიღაც უცხო პირმა. იმხელა ხმა ჰქონდა, იმხელა ჩემოდნებია, ასე რომ ვთქვათ, მიიქცია ჩემი ყურადღება, ამ სიბნელეში მივედი ახლოს, ვკითხე “ვინ ხარ-თქო” და გაიქცა. ეს აპარატურა დატოვა აქ. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებულად ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურაა”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.