”ჩემთვის მოულოდნელი იყო, შევედით სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც არის მონათლული და დამონიზირებული არის და ვინც მას ესწრება ყველას შეურაცხყოფას აყენებენ. გავიგეთ რომ ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს ოჯერ ჰქონდა შეხვედრა ქართულ ოცნებასთან საარჩევნო კანონმდებლობაზე. თურმე მათი მოსაზრებები გაიზიარეს ნაწილობრივ და მე დავსვი ლოგიკური კითხვა. ვის უცხადებენ ბოიკოტს, მოქალაქეებს, გირჩს და ბატონი გიორგი გახარიას პარტიას თუ ტექნიკურ აპარატს? გაუგებარია უბრალოდ ჩემთვის.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა და თუ მაინც მონაწილეობენ და ამას ჩუმად აკეთებენ და ამას ასაღებენ პრინციპულ პოზიციად, რომ აი, როგორი პრინციპულები არიან და ქართულ ოცნებასთან არ ჯდებიან – ამ სიყალბეს ხომ რაღაც საზღვარი აქვს, არა?!

მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ თავიანთ ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ რამდენად მტკიცეები და პრინციპულები არიან ქართულ ოცნებასთან “ბრძოლაში” და სინამდვილეში, სულ სხვა პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. მთელი ეს პერიოდი მოვუწოდებდი, ვთხოვდი, მოდით, დასხედით ჩვენთან ერთად, მივაღწიოთ შედეგს, რომ საფრთხე არ დაემუქროს ევროპულ პერსპექტივას – პასუხად ვიღებდით შეურაცხყოფას, რომ ლეღვის ფოთლის ფუნცქია აქვთ ამ ჯგუფებს ა.შ. საზოგადოებამ განსაჯოს… თურმე ჩუმად იმავეს აკეთებენ, რასაც ჩვენ საჯაროდ ვაკეთებთ.”

 

აცხადებს მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი ‘იმედის” ეთერში.