“ჩვენ და იმ პოლიტიკურმ პარტიებმა, თუ იმ ინდივიდებმა, ვინც 19 აპრილი შეთანხმება გავხადეთ შესაძლებელი, ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა. ქართულმა ოცნებამ მაშინ რის ვაი-ვაგლახით ხელი მოაწერა შეთანხმებას, ახლა გვიცხადებს, რომ დატოვა ეს შეთანხმება. გუშინ გავიგეთ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა შეცდომა. დიახ, შეცდომა აღიარა, რომელიც მან დაუშვა მაშინ, როცა უარი თქვა თავის დროზე შეთანხმების ხელმოწერაზე და გავიხსენოთ, რამხელა კრიტიკის, თავდასხმისა და ლანძღვის ქარცეცხლში იყო ის ოპოზიციურ ძალები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა. მეგობრებო, ეს ნათელი მაგალითია ორპოლუსიანობის, რომელიც შესაცვლელია ამ ქვეყნაში”
განაცხადა “მესამე ძალის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.