გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავს.
ამავე ოლქში ევროპული საქართველოდან კენჭს გიგი უგულავა იყრის, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული ფიგურის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2012 წელს, ხელისუფელების ცვლილების შემდეგ ის კერძოს სექტორში მუშაობს.