სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციური ძალები შემდეგ არჩევნებზე მეტი კონსოლიდაციისკენ წავლენ.
მისი თქმით, 25%-მდე ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა და ამის კონსოლიდაციის ძალიან დიდი რესურსი არსებობს.
“ძველ, დიდი ხნის პარტიებს საკმაოდ დაბალი შედეგები აქვთ. პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს – ამას მეც, „ლელოც“ და სხვა პოლიტიკური ძალები ძალიან კარგად ვხვდებით. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ალტერნატივამ, უკვე დრო მოჭამა, სიახლე აქაც საჭიროა და სიახლის როლზე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ”,– ამბობს ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი ენმ–სთან ბლოკს და კოალიციას არ გეგმავს.
“ორპულისიანი სისტემა ჩამოსანგრევი და ჩამოსაშლელია, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ და მძლავრი მესამე პოლუსი უნდა შევქმნათ“,– აცხადებს გიორგი ვაშაძე.