“ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ვინც გავა არჩევნებზე, გავიდეს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ უნდა შევქმნათ კიდევ ერთი მძლავრი მიზიდულობის ცენტრი ოპოზიციურ ფლანგზე, მესამე ცენტრი იქნება, მესამე ძალა იქნება – რასაც დავარქმევთ, რომელსაც ეყოლება საერთო კანდიდატები, მაგრამ ეს არ იქნება ერთი პარტია. მერობის არჩევნებში რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, მესამე ძალას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი. თუ არ ეყოლება, პირველივე ტურში მოიგებს თბილისში კალაძე და სხვაგან სხვა ქართული ოცნების კანდიდატი”
აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ფორმულასთან” საუბრისას.