პარტია ლელოდან წამოსული ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მას სურდა, ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნოდ ხმების გადათვლა მოეთხოვა მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
მისი თქმით, ეს შანსი უკვე გაშვებულია, რადგან ახლა იმ პარლამენტში შესვლა-გამოსვლას აზრი არ აქვს.
კობერიძის აზრით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ქართული ოცნების დამარცხება შეუძლებელია, თუმცა თუ კი დამარცხდება, ხელისუფლებაში ენმ მოვა.
“მე მაგალითად ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გაუშვებ ხელისუფლებიდან. ანუ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, ან თუ მოუგებ, მოიყვან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში. თუ ვინმეს მიაჩნია, ეს ორი მონსტრი ერთ მონსტრს დაიხმარს იმისთვის, რომ მეორეს მოუგოს და მერე თვითონ მოვა ხელისუფლებაში, ძალიან ცდება. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინმეს დაუთმონ ეს პოზიცია“, – განაცხადა კობერიძემ პალიტრანიუსის ეთერში.