“ნათელი არის სურათი, მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით, სააკაშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში გარკვეულწილად ეს ორპოლუსიანობა გააღრმავა, მობილიზება გაუკეთა რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ამავე დროს ვხედავთ, თუნდაც ასეთ ვითარებაში ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ დამოუკიდებლად გადაიბაროს ამ ქვეყნის მართვის სადავეები. ამიტომ კოალიციური მართვა, ეს არის გარდაუვალი მომავალი ამ ქვეყნის”
განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პირველი არხის ეთერში.