“მე არ ვიცი, დააგვიანა თუ არა ხელმოწერა [ენმ-მ], მე ვთვლი, რომ საერთოდ არ უნდა მოეწერა. ამ ამნისტიის პუნქტით, ხელი არ უნდა მოაწეროს და ისე შესაძლებელი იყო. ამნისტიის პუნქტის გარეშე სხვა თემაა, მაგრამ იმ ამნისტიის პუნქტით ვერაფრით მოვაწერ ხელს. იქ გამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც კომუნისტური რუსეთისგან იცავდნენ საქართველოს და იმ პატრიოტებს უნდა შევხედო მომავალში თვალებში”

ასე ეხმიანება “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი TV პირველთან საუბრისას ენმ-ს გადაწყვეტილებას. ნაციონალურმა მოძრაობამ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა.