“ენმ-ს აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით განუცხადა.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“, – განაცხადა კალაძემ.