“მე არ ვარ ექიმი, რომ რომელიმე მედიკამენტის დანიშვნის თუ არდანიშვნის საკითხი ახლა გავარჩიო. მე ერთ რამეს ვხვდები, ჩემი ეჭვია უბრალოდ, ამის იქით მე ვერ წავალ, უბრალოდ ჩემი ეჭვია, აბსოლუტურად გონივრული, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მათ და არა ვიღაცას, კიდევ უფრო ზუსტად, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, მათ შორის, შესაძლოა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც”

ამბობს “ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტზე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზების დაახლოებით 10-ჯერ გაზრდა. ჰოსპიტლის ექიმის განმარტებით, სააკაშვილს გადაჭარბებული დოზა არასდროს მიუღია. მარიამ ჯიშკარიანის ცნობით, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ის საძილე წამალი ეგონა.