“ლელომ შარლ მიშელის შეთანხმებით ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გეგმას მოაწერა ხელი. სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ მოხერხდა ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის გაერთიანება ამ შეთანხმებაში. კარგია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა დაძლეულია და არსებობს დიდი კონსენსუსი შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ნაწილის – ვადამდელი არჩევნების მიღწევის 43%-იანი ფორმულის თაობაზე.
ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი გადაწყვეტილება, ოფიციალურადაც შეერთებოდა ამ დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში. ამ ფონზე, “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას, ეს მაინც არ გამოუვა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ევროპული არჩევანის დამაზიანებელი ქმედებები. მათი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა ერთპიროვნული ძალაუფლების დათმობაა”
განაცხადა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას.