ენმ-ს გადაწყვეტილება, რომ კონკურენტი დაუყენონ ვაშაძეს, არის დიდი შეცდომა – სერგი კაპანაძე

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს, არის არასწორი და და არის დიდი შეცდომა, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ეს გადაწყვეტილება, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს, არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში, ეს ცუდად იმოქმედებს როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ისე, ზოგადად, ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში.  კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.