ენმ-ს გეგმის ნაწილია, ამ პროვოკაციაზე არ წავყვებით – ღარიბაშვილი ომბუდსმენზე

ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება ნინო ლომჯარიას მოწოდებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს “მარტივი პროვოკაცია”, რომელსაც არ წამოეგებიან

მისი თქმით, სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული გეგმის მონაწილეა.

“გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. ოპოზიცია და ოპონენტები, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და გამოვიდა ქალბატონი ნინო, რომ მივმართავ პრემიერს იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას. ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ ნაციონალების მიერ შემუშავებული გეგმა და ამის ნაწილია, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით და არჩევნები ჩატარდება და ქართული ოცნება გაიმარჯვებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.