“ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში 4 ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ. მათივე თქმით, “მთვრალები იყვნენ და არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ”.
ცნობისთვის, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქალაქ გორში ენმ-ს გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.