ბათუმის საკრებულოში, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა.
“არავის განმარტება არ გაუკეთებია, ჩვეულებრივად ვადაგასული სულიკო თებიძის დამცველები არიან ესენი, რომლებიც მუნდირის ღირსებაზე მალაპრაკებიან. ისე გამომიყვანეს შენობიდან, რომ არავის განმარტება არ გაუკეთებია, ერთადერთი რაც გავაკეთე საჯაროდ განვაცხადე, რომ მაქვს უწყინარი ხსნარი, რომელსაც აქვს სუნი, რომლის დაღვრის შემდეგაც დარბაზში გაჩერება არის შეუძლებელი, დავღვარე დარბაზში ეს, გამოცვივდნენ მთელი “ოცნების” დეპუტატები აივანზე, ვეღარ ატარებენ სხდომას”, – თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.