„თუ ადამიანი არის პატიმარი, მგონი არავის გაუკვირდება, რომ ის ციხეში გადაჰყავდეთ. ამიტომ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მცდარი იყო, მათ თავიდანვე, მეორე დღიდანვე უნდა მოეთხოვათ ის, რასაც ჩვენ ვურჩევდით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, რომელიც მათ მხოლოდ ახლა დაიწყეს და ამდენი დრო დაიკარგა. მთელი კამპანია რომ ჩატარებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ამას ჩვენ ვამბობდით, მგონი ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა“
ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტზე.