“მოვისმინე რამდენიმე განცხადება, მაგალითად, გიორგი [ვაშაძის] განცხადება, რომელიც კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ არის გადმოსული ისრები. მე მინდა, გულწრფელად ვურჩიო ყველა იმ ადამიანს, პარტიას, რომ ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა კონკრეტულად მათ ამომრჩეველს ვერ შემატებს. ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ.
ისინი ქართული ოცნების ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ ამ ველზე ნადირობს ახლა გიორგი გახარია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს კონკრეტულად ამომრჩეველს ვერ გაზრდის”
ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძის განცხადებებს TV პირველის ეთერში.