ენმ-ს პარლამენტში შეყვანა მინდა, სააკაშვილს უნდა ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში – ხვიჩია

მე “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა, გაძლიერება მინდა – მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში და არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“მოწინააღმდეგეს რაზე ველაპარაკო, მე ხომ ერთ-ერთი თხოვნა მქონდა, რომ არ ჩაეხსნათ ადამიანებისთვის სადეპუტატო მანდატები იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი არის იძულების მსხვერპლი რაღაცნაირად. მე არ წამომიდგენია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” 36 ადამიანს, ესე უცბათ ულაპარაკოდ, პარლამენტის წევრებს – აი მაგალითად ნიკა მაჭუტაძე, 11 წლიდან მიტინგზე დგას კაცი, სულ ლაპარაკობს, როგორც კი გახდა პარლამენტის წევრი გააქრო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არ ალაპარაკებენ. ფაქტობრივად, ამ პარტიებს რა სტილი აქვთ აღებული, რომ ის ხალხი, რომელიც არის პარლამენტის წევრი გადამალულია და ლაპარაკობს სხვდასხვა ადამიანი, რომელიც შეიძლება ასევე იყვნენ პარლამენტის წევრები ან არ იყვნენ, მაგრამ ვიღაცები ლაპარაკობენ ვიღაცის მაგივრად და ფაქტობრივად, რას ამბობს “ქართული ოცნება”, რომ რა ღირებულებას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. 36 კაცი იქ ერთი კაცია, ყველა – მიშაა, ყველაში მიშა სუფევს, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი. შესაბამისად, მასეთი ადამიანების იქ ყოფნას რა პარლამენტს იქ გაამრავალფეროვნებს – ეს არის “ქართული ოცნების” პოზიცია და ამას სჭირდება პასუხი, რომ 35 კაცი მართლა ერთი კაცის ჭკუაზე დადის თუ ეს აზრია?! 36 პარლამენტის წევრი ცხვარივით მიყვებოდეს რაღაცას და არც კი ესმოდეს შინაარსი საით მიჰყავს ქვეყანა – ეს ხომ აბსურდია?! ან ასეთ წევრებს რა შინაარსი აქვს ან ასეთი დეპუტატი რათ გვინდა, ანუ ეს ხომ ანგრევს “ნაციონალურ მოძრაობას”, 36 კაცი შეიყვანა პარტიამ, რომელიც 36 კი არა ერთია, რასაც ის ერთი იტყვის ყველა იმას ასრულებს ისე, რომ ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ. მე მათი პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა გაძლიერება მინდა – მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში, არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი, არანაირი პარლამენტის ტრიბუნა არ ჰქონდეთ, ფიზიკურად რაც მოგეცით იმისთვის მოგეცით, რომ მე მემსახუროთ – ეს არის დამოკიდებულება. და ეს 35 ადამიანი ისე, რომ საერთოდ არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში გადის პარლამენტიდან ისე, რომ ვერც კი მოასწრეს ერთი სადეპუტატო სიტყვის თქმა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.