“არაფრის რესურსი არ აქვთ, მათ შორის, არც ქუჩის რესურსი. ისინი ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში – არჩევნებში, ქუჩაში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა, თუმცა ხედავენ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ. ამასაც სჭირდება თავისი რესურსი – ინტელექტუალური რესურსი და თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევა ნაცმოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია. არც საპარლამენტო მუშაობაში ჩართვის, არც არჩევნების, არც ქუჩის რესურსი აქვთ”

განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობაზე.