„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა. მან არ უპასუხა ჟურნალისტების არც ერთ კითხვას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიასთან მიმართებით ვითარდება. მერაბიშვილმა პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან იმყოფებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.