ენმ-ს ცხელთავიანი ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების ჯანმრთელობას – თალაკვაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკავაძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ადანაშაულებს, რომ ისინი მხარდამჭერებს კორონავირუსით ინფიცირებისთვის სწირავენ.

“რაც შეეხება წესრიგს და რეგულაციების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, ვინც მანიფესტაციებში მონაწილეობენ, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევით, მაშინ, როდესაც აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ შეკრიბა ადამიანები პირბადეების გარეშე. მაშინ, როდესაც შემდეგ აქციებზე წესების დარღვევით მოხდა შეკრება.

მაშინ, როდესაც ეპიდემიის პრევენციასთან დაკავშირებულ წესებს არღვევენ ეს ადამიანები, გახსოვდეთ, რომ ამ დროს ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ინტენსიური თერაპია, ექიმების ყურადღება და მხოლოდ იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო ლიდერები არღვევენ წესებს და თავის მხარდამჭერებსაც სწირავენ, რომ მათ ინფექციის წინაშე ჰქონდეთ ნაკლები დაცულობა, გახსოვდეთ, რომ ამ დროს რესურსები არის შეზღუდული და ეს სჭირდებათ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პატივს სცემდნენ ამ წესებს… აი, ზუსტად ეს არის განსხვავება ნაციონალური მოძრაობის ცხელთავიან ლიდერებს და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას…”,- ამბობს თალაკვაძე.