შაბათი, 21 დეკემბერი , 2024, 20:08

ენმ-ს წევრები “ქართული ოცნების” ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ – პაპუაშვილი

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელვაჩაურში “ოცნების” შტაბში შეიჭრნენ.

“გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამით ოპოზიციური პარტია ცდილობს, “უკონტროლო პროცესები გამოიწვიოს და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს”.

ბრალდებების საპასუხოდ, ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას პლაკატის დაზიანებაში ადანაშაულებს. ენმ-ს განცხადებით, ამის გასაპროტესტებლად მმართველი პარტიის ოფისთან აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს – აღნიშნული პლაკატი ოცნების ოფისში შეიტანეს და იქ დატოვეს.