მარჯანიშვილის მოედანზე, გვიან ღამით “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა ბაჩილავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ის ყვება, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სამი ადამიანი თავს დაესხა და ხელკეტით სცემეს. ნიკა ბაჩილავას დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.
“სახლთან მოვედი, ვკრეფდი კოდს, უცებ მოვიდა სამი ადამიანი, ეკეთათ ნიღაბი, კეპები ეფარათ. შენი მიშას დედაო… სახეში ჩამარტყეს დუბინკა, თუ რაცაა და დამაგდეს”, – ამბობს ნიკა ბაჩილავა.