ენმ-ს ხელისუფლებას არ უყვარდა საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო – კობახიძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობ, საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვიტოს საზღვრის საკითხი.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება ამას არ ცდილობდა, რადგან არ უყვარს ხალხი, ისტორია და სამშობლო.

“ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელწმიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება”,- ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებაში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ ორკესტრირებულ შტურმს ახორციელებს.

“რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ორკესტრირებული შტურმი, რაც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი?” – ამბობს კობახიძე ენმზე.