“ეს ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა – რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი! ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს. […] დღეის მდგომარეობით გამოკვეთილია ოთხი ოპოზიციური ცენტრი. ბოლომდე არ არის ამოწურული შესაძლებლობა იმისა, რომ მეტი გამსხვილება მოხდეს. გამსხვილებაში ერთიან სიას და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ბლოკად გაერთიანებას არ ვგულისხმობ.
იკვეთება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ოთხი ცენტრით წარსდგება. აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, თუნდაც პატარა პარტია, რომელსაც თავის სეგმენტში ცოტა თუ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე ცალკეული დეპუტატები, ვინც ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთ-ერთში არ გაწევრიანდება და ოპოზიციას ამა თუ იმ ფლანგიდან საკუთარი რესურსებით არ დაეხმარება”.
ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას “ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.