ენმ ჩემთან გამარჯობის სათქმელად არ მოდის,მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა ? – ადა მარშანია კობახიძეს

“ენმ ჩემთან გამარჯობის სათქმელად არ მოდის,მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა ? “- ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის წევრმა  ადა მარშანიამ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ  ენმ-ს ადა მარშანიასა და ემზარ კვიციანის კენჭისყრიდან ჩამოშრება უნდოდა. ადა მარშანიას თქმით,  საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე კენჭისყრაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იყო.

“ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი. ნაციონალური მოძრაობა ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე ნაციონალური მოძრაობა რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს? ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი”, – განაცხადა მარშანიამ.