ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც გიორგი კალანდარიშვილის და არც გიორგი სანტურიანის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა.
“წლებია, ეს ადამიანები არიან ცესკოს თანამშრომლები, არიან ჟვანიას გუნდის, ანუ ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურებს და გამოთქვეს ეჭვი, რომ კომისიის დანარჩენი წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს მინაშვილი.