აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს.
არესტოვიჩის ინფორმაციით, ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან.
24 აპრილს ზელენკიმ თქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდებას განიხილავს, რაც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება.