პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მისი თანაგუნდელის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმთ, პარტიის პოლიტიკური ნაწილი, სიის პირველი სამი წევრი, პარლამენტში არ შედის, ხოლო ავთანდილ ენუქიძე, სიის მეოთხე ნომერი, პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.
ინაშვილის მტკიცებით, პარტიას არ აქვს ბერკეტი, რომ ავთანდილ ენუქიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.
“მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის პარტიის შემომწირველი – აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მინდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არავის ვალი გვაქვს – არც ხელისუფლების და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიით ვმოქმედებთ”, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსის ნაწილი პარლამენტში შედის. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პარტიის მე–4 ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ და თქვა, რომ სააკაშვილ–ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.