ეპიდვითარება აჭარაში დასტაბილურდა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურების და შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ გააკეთა კომენტარი.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.