ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. უბედური შემთხვევა ნინევეს პროვინციაში, ალ-ჰამდანიაში მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკმა გამოიწვია.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა საიფ ალ-ბადრმა კი აღნიშნა, რომ დაშავდა დაახლოებით 150 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
“ყველა ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოვუჩინოთ”. – თქვა ალ-ბადრმა.