ერდოღანი პუტინს ესაუბრა და ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანმა პუტინთან საუბარისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მშვიდობისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება, რომელიც გაჩნდა სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, ყველა მხარის ინტერესებშია.

ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა კვლავ გააჟღერა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის გამართვის იდეა, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი სტამბულის მოლაპარაკებების პროცესში.

“თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტურობისა და ომის ზონებიდან უსაფრთხო ევაკუაციის მნიშვნელობას.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს ის პროცესები, რომლებიც ყველა მხარის ინტერესებს ზიანს აყენებს.

თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს შესაძლო წვლილი შეტენა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში”,– აცხადებს თურქული მხარე.

ცნობისთვის, რუსეთის პოზიცაა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის შემდეგ გაიმართება.