თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი ნატოში გაწევრიანების საკითხში შაბათის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან გაიმართა, რომელსაც შემდგომ ყურანის დაწვა მოჰყვა.
“შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ ჩვენ მის ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, – თქვა ერდოღანმა და პირველად გააკეთა კომენტარი აქციაზე, რომელიც შვედეთის პოლიციამ არ აღკვეთა, მიუხედავად თურქეთის აღშფოთებისა.
მანამდე თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ანკარაში მომავალ კვირისთვის დაგეგმილი ვიზიტი. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ვიზიტს უაზრო უწოდა.
თურქეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლის რატიფიცირებისგან და სტოკჰოლმისგან 70-ზე მეტი ადამიანის ექსტრადირებას ითხოვს, რომლებიც ანკარაში ტერორისტებად ითვლებიან.