ერდოღანმა პუტინთან და ზელენსკისთან ახალი მოლაპარაკებები დააანონსა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირას აპირებს ჩაატაროს მოლაპარაკებები როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვლადიმერ ზელენსკისთან.

რუსეთის და უკრაინის ლიდერებთან შეხვედრისას ერდოგანი აპირებს უკრაინიდან “ხორბლის კორიდორის“ შექმნის საკითხი განიხილოს.

“ხორბლის კორიდორის“ ორგანიზების თემა მთავარი იყო რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, რომელიც გასულ კვირას ანკარაში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს მზადყოფნის შესახებ, “ხორბლის კორიდორის“ შექმნა სტამბოლში მოლაპარაკებებზე გაეროს, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის მონაწილეობით განიხილონ.

უკრაინიდან ხორბლის გასატანად აუცილებელია უკრაინული პორტების განნაღმვა. კიევი ითხოვს გარანტიებს, რომ რუსული არმია ამით სამხედრო მიზნებისთვის არ ისარგებლებს.