თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის წვლილი შეიტანოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ დაძაბულ ვითარებაში, ისევე, როგორც ეს “ხორბლის“ შეთანხმების შემთხვევაში მოხდა.
თურქეთის პრეზიდენტსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მათ უკრაინაზე ისაუბრეს.
თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ინფორმაციით, ერდოღანმა პუტინთან მაგატეს მისიის ზაპორჟიეში ჩასვლაც განიხილა. ამასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უთხრა, რომ თურქეთს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს შუამავლის როლი ზაპორჟიეეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში– ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს სტამბულში დადებული “ხორბლის“ შეთანხმების რეალიზაციის საკითხი.