თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ერდოღანი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რათა მხარეები სტამბულში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
“ხაზს ვუსვამ, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მისი ბატონთან ზელენსკის შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას ჩვენს შავი ზღვის მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას”.- აცხადებს ერდოღანი.