“ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას NATO-სთან და მის ცალკეულ ქვეყნებთან. წელს სომხეთმა ალიანსთან ერთად რამდენიმე ათეულობით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ის აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, სამხედროები გადიან წვრთნებს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის რიგ სახელმწიფოებში. ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ NATO-ს ჭეშმარიტი მიზანია გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის, გაყავი და იბატონეს სქემით.

იმედი მაქვს, ერევანში აცნობიერებენ, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის დაკარგვას გამოიწვევს”,

აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.