ერევანში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ანექსიის მხარდამჭერი ბანერები გამოჩნდა

ერევანში უკრაინის საქართველოსა და მოლდოვას ანექსიის მხარდამჭერი ბანერები გამოჩნდა, რაზეც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი არაოფიციალური ”Z” სიმბოლოა გამოსახული.

ბანერებზე სომხურ ენაზე წერია:„ყირიმი რუსეთია, დონეცკი რუსეთია. ლუგანსკი რუსეთია, მარიუპოლი რუსეთია, ზაპოროჟიე რუსეთია, ხერსონი რუსეთია, ტირასპოლი რუსეთია, ცხინვალი რუსეთია, ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება. არცახი (მთიანი ყარაბაღი) დაე, იყოს რუსეთი“.

ამასთანავე ბანერებზე დატანილია, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის რობერტ კოჩარიანის საპარლამენტო ბლოკის „აიასტანის“ ლოგოც, თუმცა ბანერებთან კავშირი ბლოკში უარყვეს და მომხდარში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები დაადანაშაულეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ოკუპანტები რუსული სამხედრო ტექნიკას Z ასოთი აღნიშნავენ. ამასთანავე, სოციალურ ქსელში ომის მხარდაჭერას Z ასოთი გამოხატავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, Z “გამარჯვებისთვის” ნიშნავს, ხოლო V გამოხატავს ფრაზას: “სიმართლე ძალაა” ან “დავალება შესრულდება”.