ერთადერთი, ვისაც დღეს არეულობა აწყობს, არის ოპოზიცია – კობახიძე მარნეულზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და სიის მე-3 ნომერი, ირაკლი კობახიძე მარნეულში ჟურნალისტების ცემაზე ამბობს, რომ არეულობა მხოლოდ ოპოზიციას აწყობს. მისი მტკიცებით,  ამის მიზეზი მათი დაბალი რეიტინგებია.

“ერთადერთი, ვისაც დღეს არეულობა აწყობს, არის ოპოზიცია. რატომ? მიზეზი არის მარტივი. ეს არის რეიტინგი და თქვენ ხედავთ, რომ რეიტინგები არის უმძიმესი ოპოზიციისთვის. ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს იმაზე საუბარსაც კი, რომ რომელიმეს შეუძლია პირველ ადგილზე გასვლა ან პირველ ადგილთან მიახლოება”, — განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუმტვრიეს. მთავარის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.