ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არის ოპოზიცია – კუჭავა

ქართული ოცნების დეპუტატი კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს და ხელისუფლებასთან შეთანხმდება.

კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, კუჭავამ განაცხადა, რომ უხერხულობა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ექმნებოდეთ.

„ჩვენ 8 მარტის შეთანხმებას ხელი იმიტომ მოვაწერეთ, იმიტომ შევასრულეთ ყველაფერი, მივიღეთ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილება იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, რომ ის სურათი გვენახა დღეს, რაც ვნახეთ, ესაა 9 პოლიტიკური სუბიექტი, 14 პარტია, რომელიც ამ პარლამენტში წარმოდგენილი. ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შანტაჟით და ისევ ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს. რეალობა ისაა, რომ დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადმოდგამს და შეთანხმებას მოახდენს და შეთანხმების შემდეგ, პარლამენტში შემოსვლას. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“,- თქვა კუჭავამ.