“მე-18 დაწესებულებას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს” – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება არის ერთადერთი კლინიკა რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს თუ როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს.
“ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს” – აცხადებს, კალაძე